ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი
მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. 

მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა. 

მანამდე კი გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო. 

გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 18:00 საათზეა დაბარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი