
მარტვილში საკრებულოს წევრი და ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებს გოროზიას მეუღლემ მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობაში სავარაუდოდ ბრალდებულის შვილიც მონაწილეობდა.
ზაალ გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმაა. დაკავების შესახებ ინფორმაციას "მთავარ არხთან" საუბარში ადასტურებს ზაზა გოროზია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს
ავტორი: ემა გოგოხია