"ქორწილში რომ დავინახო ეგ მეჯვარე, ალბათ მოვკვდები, გავიქცევი იქიდანო" | ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის ჩვენება 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განხილვისას მისი დედა, ნატალია ნაჭყებია გამოიკითხა. პროცესზე მან ნელი დოროყაშვილთან მიმოწერა წაიკითხა და თქვა ისიც, რომ ნელი დოროყაშვილისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთი მეჯვარე მიუღებელი იყო და მიმოწერაც სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა. 

ნაჭყებიამ თქვა, რომ ქორწილის დღეს, მისმა შვილმა ოჯახს ადგილის დატოვებაც სთხოვა. ქორწილი დატოვეს დოროყაშვილის მშობლებმაც. 

ამ მესიჯების კითხვა ჩემთვის არის უძნელესი ფაქტი, ჩათვალეთ, რომ საკუთარ შვილზე მინაწერები რომ გამო [გამოაქვეყნო]... ეს არ არის ჩემთვის მარტივი, უბრალოდ გარემოებებმა მოიტანა ეს ამბავი. აქ გრძელდება ასეთი რაღაც,

- შევეწირები ამ ამბავს, სიტუაციას... წარმოიდგინეთ, ასე ვარ მაშინ, როცა წარმოვიდგენ ქორწილში და ქორწილის დღეს ეგ რომ დავინახო მეჯვარე, ალბათ მოვკვდები, გავიქცევი იქიდან. სტრესისგან გული წამივა. ნორმალური სახით მართლა ვერ ვიჯდები. ჩამშხამდება ყველაფერი და ნიკასაც ჩაშხამდება.

- ნელიკო, მაინც რა ცუდი თვალით უყურებ? გიორი თენგოს და ნიკას მეგობრებს შორის არის ყველაზე წერიერი. 

ანუ, არც აგრესიას გამოვხატავ ამ თემის მიმართ, ჩემს მანქანაში არ ჩასვათო და ეს შევუსრულეთ, რომ მეჯვარე, ისე გააკეთა ნიკამ, რომ ცალკე მანქანით წამოვიდნენ ისინი, რომ არ ენერვიულა...

...ჩვენთან მოდიან ნიკოლოზი და თენგო და ძალიან მორიდებით მითხრა, რომ დამეტოვებინა ქორწილი ნელის სურვილის გამო... ჩვენ სუფრაზე, სადაც ვისხედით... მაგიდის წევრები იყვნენ მე ჩმეი მეუღლე ცემი და მისი მეუღლე, შვილები, ჩვენი ოჯახი... და არ მესიამოვნა, მაგრამ წამოვედით. დედა და მამა იყვნენ, რომლებიც წამოვიდნენ [ნელი დოროყაშვილის], სხვა ასაკოვანი სტუმრები არ იყვნენ, და სხვათაშორის, პირველად ცოტა არასერიოზულად მივიღე ნიკას შესახებ, ანუ, რომ დავინახე რომ მისი მშობლები ადგნენ და წავიდნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და ჩვენც წამოვედით, - თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი