მამის და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი პატიმრობაში რჩება - ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

ადვოკატმა 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოკინაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია დაუსაბუთებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ აღნიშნულს, - ამბობს ადვოკატი.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულებზე ნასამართლებმა კაცმა სოფელ მუხრანში, საკუთარ სახლში მამა და ბაბუა მოკლა. ბრალდებულმა მათ დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მცხეთაში დააკავეს. 

ოკინაშვილს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი