თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს თელავის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებისა და დამატებითი საპროცესო იძულებითი ღონისძიების მოთხოვნის შესახებ.

პროკურატურა გრემელაშვილს ხუთ ეპიზოდში - ოჯახში ძალადობას, მათ მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ის ოჯახის წევრებს ფიზიკურად ხშირად გენდერული ნიშნით უსწორდებოდა და იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პროკურორის თქმით, გრემელაშვილის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

გრემელაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს და ამბობს იმასაც, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. 

მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც ძალადობაში მისმა ნათესავმა, სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კუკუნაშვილმა ამხილა, თელავის საკრებულოში ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის მოადგილეა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი