უკანონოდ მოიპოვა არაერთი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა - გოგაშვილს ბრალი დაუმძიმეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

უწყების ცნობით, მას სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დამატებით ახალი ბრალდება წარედგინა.

"ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი:

ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, გოგაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი