ნიკოლოზ ბასილაშვილი დღევანდელ პროცესსაც ესწრება - სხდომაზე დედამისს გამოკითხავენ

გამოქვეყნდა:

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დღესაც მივიდა. დღევანდელ პროცესზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყეპია გამოიკითხება, რომელიც დღეს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის კითხვებს უპასუხებს.

ბასილაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"როგორ წინაზე ვთქვი, პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ, ამას შემდეგ დაველოდოთ", - თქვა ბასილაშვილმა.

ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილი ყოფილ ქმარს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლომ სპორტსმენს 100 ათას ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი