საქალაქოში ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის გამოკითხვა გრძელდება | რაზე ისაუბრა ჩოგბურთელის დედამ

გამოქვეყნდა:

ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ჩოგბურთელის დედის დაკითხვა გრძელდება. კითხვებს ამ ეტაპზე ბრლადების მხარე სვამს. პროცესს ეწრება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, ვისი თქმითაც, ის კომენტარს და შეფასებებს მხოლოდ პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს. ჩოგბურთელს ბრალად ედება ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ზეწოლა. 

ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლო სხდომაზე რამდენიმე კონკრეტულ ეპიზოდზე საუბრობს:

ნელი ჩასული იყო ნიკასთან. ძალიან გამაკვირვა ამ ამბავმა, იმიტომ რომ საკმაოდ დაძაბული და საკმაოდ უსიამოვნო ურთიერთობა ჰქონდათ უკვე. ოჯახში გარკვეული იყო უკვე ეს თემა, უკვე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები... ეს საკმაოდ დამამცირებელი, საკმაოდ შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ოჯახისთვის და ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, როცა გავიგე, რომ ნელი ჩავიდა ნიკას ტურნირზე ამერიკაში. თან საკმაოდ ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ახლოს... თავისი ინიციატივით ჩავიდა...

მე ვიცი მათი მოყოლილი, რაც მიამბეს და ვიცი რომ ნელიმ რაღაც სკანდალური სიტუაცია მოუწყო, თვითონ თამაშის დროს სკანდალური სიტუაცია მოუწყო, აკრედიტაცია გაუუქმეს... შესაბამისად, განქორწინება ჰქონდა მოთხოვნილი ნიკას და ბავშვს ვერ ნახულობდა. ბავშვის ყოველი ნახვა ეს იყო უდიდესი პრობლემა, - თქვა მან. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი