ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში ელოდებიან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში ელოდებიან, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა. 

როგორც პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები წყაროსთან დაკავშირებით ექნება, თუმცა, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლება აქვს არ გაასაჯაროოს წყარო, საიდან მიიღოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

ადვოკატის თქმით კი, მათთვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა კითხვები ექნება გამოძიებას ნიკა გვარამიასთან. 

ერთადერთი, რაც გვითხრეს, არის ის, რომ დაკითხვა უკავშირდება შაქარაშვილის საქმეს. მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, შესაბამისად, არც პოზიციები გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ამ დრომდე არ ვიცით, რა კითხვები იარსებებს. პასუხები დამოკიდებული იქნება ზუსტად იმაზე, თუ რა კითხვებს დაუსვამენ. ნიკა გვარამიას, როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომ არ გათქვას წყარო, საიდან მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია. რამდენად ისარგებლებს ამ უფლებით, ეს არ ვიცი, დამოკიდებული იქნება იმაზე, კონკრეტულად რა კითხვები იქნება, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

მანამდე კი, გუშინ, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, თუმცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივიდა და გამოთქვა მზადყოფნა, სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი