ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა

გამოქვეყნდა:

ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. თვითმხილველები "ფორმულასთან" ყვებიან, რომ ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. სამი არასრულწლოვანიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

"არ ვიცი თემა, მოვიკითხავ. ცხადია, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ეს მოეკითხება შესაბამის კომპანიებს ვინც მუშაობდა", - თქვა კახი კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი