2025 წლის აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნა 2116 ადამიანზე დაიწყო, რომელთა შორის 66 არასრულწლოვანია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის აპრილში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 14 პირის მიმართ. მათ შორის 5 მკვლელობაა.
აპრილში ოჯახური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 205 პირის მიმართ, ძალადობაზე 169 პირის მიმართ.
რაც შეეხება სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დანაშაულს, აპრილში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ასეთია.
- გაუპატიურება -7
- გარყვნილი ქმედება - 6
- სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - 5
- სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება - 2
- სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება - 6
ქორწინების იძულების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ.
ქურდობის ფაქტზე - 383
ყალბი დოკუმენტების დამზადება 91
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ( სსკ მუხლი 349) 8 პირი
2025 წლის აპრილის თვეში დაზარალდა 137 არასრულწლოვანი.
- დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე -1
- ოჯახური ძალადობის -1
- გარყვნილი ქმედება - 8
- სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან - 8
- გაუპატიურება - 6
- სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება - 5
- სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება -1
- სატრანსპორტო დანაშაულის ფაქტზე (სსკ მუხლი 275-283) დაზარალდა 11 არასრულწლოვანი.
2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9 058 პირი, მათ შორის 8 656 კაცი და 402 ქალი. 2025 წლის აპრილის ბოლოს, პენიტენციურ სისტემაში განთავსებულია 69 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდადებული.