ე.წ კანონიერი ქურდი 44 წლის მინდია გორაძე იგივე მინდია ლავასოღლი, 22 მაისს იტალიაში, რომის ჩამპინოს აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ლავასოღლი იტალიელმა სამართალდამცავებმა ჩამპიონის აეროპორტში გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში შენიშნეს. დაკავების ოპერაციის შემდეგ ის რეინა კოელის ციხეში გადაიყვანეს.
მინდია გორაძე 2023 წლიდან მიმალვაშია და საერთაშორისო ძებნაში იყო დანაშაულებრივი გაერთიანებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.