20 საათზე მეტია ლაშა ფურცხვანიძეს და გიგა გიგაშვილს ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში კითხავენ

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში, გუშინ, 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. პოლიციაში იმყოფებიან კომპანია "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილი.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, ტარიელ კიკნაძე, რომელიც ამავდროულად იმ კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა, რომელიც ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა. მას შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შსს გამოძიებას სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით აწარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი