ვაკის პარკის ტრაგედიაზე, პოლიციის მთავარ სამმართველოში არასრულწლოვანებს კითხავენ

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ქალაქის მთავარ სამმართველოში იმ არასრულწლოვანებს კითხავენ, რომლებიც გუშინ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ.

​ისინი დაღუპული და დაშავებული მოზარდების თანაკლასელები არიან.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის გამოკითხვის პროცესი უკვე დასრულებულია. სამმართველოს დატოვების შემდეგ მის მშობელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამ დროისათვის იკითხება მეორე არასრულწლოვანი.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია ელოდებიან თუ არა გამოკითხვაზე სხვა არასრულწლოვანებსაც, რადგან ცნობილია, რომ გუშინ დაღუპულ და დაშავებულ ბავშვებთან ერთად კიდევ რამდენიმე თანაკლასელი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.

შსს-მ მომხდარს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
 

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი