ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი, საავადმყოფოდან გაწერეს. ფაქტს "მთავარ არხს" პრესსამსახური უდასტურებს.

ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ნიუ ჰოსპიტალსში" რჩება კიდევ ერთი დაშავებული 13 წლის ბიჭი. ის ცოტა ხნის წინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ექიმის თქმით, ბავშვი კონტაქტურია.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან. მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი