"მიმდინარეობს გამოძიება... 100-მდე პირია დაკითხული" | შსს-ს შუალედური განცხადება და გამოკითხვები პოლიციაში

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე დაკავებული ჯერ არავინაა. პოლიცია 24 საათზე მეტია აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს, დაკითხვებს და ექსპერტულ კვლევებს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ საქმის მიმდინარეობისა და შესაძლო ბრალდებულების შესახებ.

ერთდერთი, აშკარა და თვალშისაცემი არის ორი პიროვნება, რომლების მიმართაც ძიებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს - ესენი ლაშა ფურცხვანიძე და გიგა გიგაშვილი არიან. 

ფურცხვანიძე "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელია - სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში და ახორციელებდა ვაკის პარკის რეაბილიტაციას. გიგაშვილი კი თბილისის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსია. მისმა უწყებამ ჩაიბარა სამუშაოები და მიღება ჩაბარების აქტი, არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ შადრევანი გამართულია.

ორივე პიროვნება, ფურცხვანიძეც და გიგაშვილიც უკვე 24 საათზე მეტია პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან - მათ არც სახლში უშვებენ და არც აკავებენ.

ცოტა ხნის წინ მედიასთან შუალედური განცხადება გააკეთა შსს-ს წარმომადგენელმა, რომელმაც თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 100-მდე პირია გამოკითხული.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი