რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს და წერს, რომ 19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. მათივე ცნობით, დედა-შვილს შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. 

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ გამოცემას უთხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი