საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში COVID 19-ით საქართველოში 986 ადამიანია ინფიცირებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბოლო 24 საათში ექვსით გაიზარდა და 857 ადამიანს შეადგენს.
კარანტინში ამ დრომდე 5001 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ -219 პირი.
საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილია 15 ადამიანი.
#კორონავირუსი #COVID19 #ეპიდსიტუაცია