გასაიდუმლოებული ზარი ფოტოგრაფის გამოკითხვის ოქმში - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

გასაიდუმლოებული სატელეფონო ზარი იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმში. 

გიორგი შაქარაშვილილის გარდაცვალების საქმეზე "მთავარი არხის" მიერ გარკვეული ახალი გარემოებით ირკვევა, რომ 18 ივნისის ღამეს იაკობ ბრეგვაძე საკუთარი ტელეფონის ნომრიდან რეკავს უცხო ნომერთან. არავინ იცის ვის ესაუბრა ფოტოგრაფი ამ დროს, 112-დან განხორცილებული სატელეფონო ზარის წინ, 91 წამის განმავლობაში და რატომ არის საიდუმლო ამ ზარის ადრესატის ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოქმში წერია, რომ ბაზაში ეს ნომერი არ იძებნება. ამ ნომერთან საუბრის დასრულების შემდეგ, ხუთ წუთში იაკობ ბრეგვაძის ნომერზე შედის კონკრეტული ზარი, საუბრის ხანგრძლივობა 81 წამს შეადგენს, შსს-ს მასალებში წერია, რომ ეს ნომერი მცხეთის სამორიგეოს ეკუთვნის. 

დაკავებულების ადვოკატები, მისი სატელეფონო ზარის ადრესატის ვინაობის დადგენას მოითხოვენ და ეჭვებობენ, რომ 112-ს ზარი, სავარუდოდ ფაბრიკაციია.

კითხვები მაქვს და მე კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ეს საქმე აი ამ დონემდე მიიყვანა თავად პროკურატურამ და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათი შეცდომებიდან გამომდინარე , ეხლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ბრალდებულებს დაბრალდეს და მათ არ დაბრალდეთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან ისეთი პირი უჩანს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს არის ფალსიფიცირებული აღნიშნული მტკიცებულება, არ არის წყარო მითითებული. 112-ის შემდეგ საიდან არის ზარი განხორციელებული. ეს ნომერი დაცვის მხარეს არ აქვს მოპოვებული. ასევე ის პირი, ვინც საუბრობს, ხო უნდა მინიმუმ, გამოკითხულიყო მაინც, ვის ესაუბრება, ვინ არის? იქნებ მე მესაუბრა. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არის ის პირი, ვისაც ბრეგვაძე ესაუბრა, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე 

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს ეს ნომერი. მისი თქმით, გამოძიების მხრიდან უნდა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზები. 

შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფი ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. მისი ფოტოაპარატის მეხსიერების ბარათზე არ არის არცერთი ფოტო მცხეთაში, ანა გაბეჩავას დაბადების დღეზე გადაღებული და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან გამოძიებას ხომ არ მისცა სხვა მეხსიერების ბარათი. ახლა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ, იაკობ ბრეგვაძე ვის ესაუბრა 18 ივნისის ღამეს და ვინ ცდილობდა მისთვის ამ საქმეში ხელის დაფარებას. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი