ქუთაისში, მერიის შენობაში, მედია ცენტრის ოთახიდან ორი ტელევიზიის კუთვნილი ნივთები მოიპარეს.
კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი პირი ადგილობრივი თვითმართველობის შენობის ოთახში ფანჯრიდან 07:15 საათზე შევიდა.
წაღებულია "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და "ტვ პირველის" კუთვნილი კამერა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.