ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქუჩა გადაკეტილია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს.
სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. "მთავარი არხი" დეტალების გარკვევას ცდილობს.