ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში განცხადება 18 საათზე გაკეთდება.

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი