ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს შორის, ერთ-ერთი თბილისის მერიის თანამშრომელია. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ.:
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გ.ვ." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, მომხდარზე დღეს სულ 9 პირი დააკავეს. მათ შორის "გრინსერვის პლიუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე.