
ხმაურიანი დაკავებები დაიწყო - ვაკის პარკში დატრილებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას 9 ბრალდებული ჰყავს. ყველა მათგანი დაკავებულია. გრინსერვის პლუსის დირექტორი, მშენ ექსპერტის ხელმძღვანელი, მერიის მაღალჩინოსანი, ექსპერტები და სამუშაოების შემსრულებელი პირები პოლიციის ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ახლა უკვე ბრალდებულების სტატუსით იკითხებიან.
ადვოკატები კი განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ. უფლებადამცველები საქმის მასალებს ელოდებიან. ერთადერთი, ვინც მედიასთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, საქმეში მონაწილე ექსპერტების ადვოკატია, რომელიც არ ეთანხმება წარდგენილ ბრალს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უსაფრთხოებასთან კავშირი არ აქვთ და მხოლოდ ფინანსური საექპერტო დასკვნის მომზადება ევალებოდათ.
ავტორი: საბა ბუაძე
იხილეთ ასევე: