წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი დაჭრა. როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი