
ბათუმში, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ბულვარის შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები კი სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.
დაჭრილის მდგომარეობა მძიმეია, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ჭრილობები თავისა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველი ამბობს, რომ "წითლებში ჩაცმულმა" კაცმა რესტორნის მარცხენა მხარე ჩაცხრილა და დაახლოებით, 10 ტყვია ისროლა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.