ინციდენტი ხაშურში - 74 წლის მამაკაცს სასტიკად სცემეს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, გვიან ღამით, 74 წლის მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ.

დაზარალებულის ოჯახის მტკიცებით, მოხუცს გამეტებით ურტყამდა რამდენიმე პირი, რომლებიც სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. სოფელ ალის მცხოვრებლების თქმით, მათთან 90-იანი წლები დაბრუნდა და ქუჩაში კრიმინალები დათარეშობენ.

დაზარალებული მამაკაცი მიხეილ ფატარიძეა, რომელმაც ხაშურის რაიონულინ სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა. 

ფატარიძის თქმით, მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ერთ-ერთ თავდამსხმელს სიგარეტის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა. მისივე მტკიცებით, მან სამმართველოს უფროსისგან დამნაშავეების დასჯის პირობის ნაცვლად, საკმაოდ უჩვეულო პასუხი მიიღო. 

მოკალიო... მე მოვკლა? 

[ვინ გითხრათ?] - სამმართველოს უფროსმა, - ამბობს დაზარალებული.

ფატარაძეების ოჯახის ინფორმაციით, გომის პოლიციის მაღალჩინოსანი ბესო ჩინჩალაძე კრიმინალურ ავტორიტეტებს მფარველობს. "მთავარი" შეეცადა ჩინჩალაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. კითხვებს არ პასუხობენ ხაშურის რაიონულ სამმართველოშიც.

შსს არ ადასტურებს, დაიწყო თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი