
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალის დადგენილებას აცნობენ. 9-ვე ბრალდებული ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც თითქმის ერთი საათია პროკურორები და უფლებადამცველები იმყოფებიან.
ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცემათ. სავარაუდოდ უკვე ხვალ გაიმართება სასამართლო პროცესები აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით და სწორედ ამ პროცესებზე გახდება ცნობილი მეტი დეტალი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე.
ადვოკატები კი ამბობენ, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
იხილეთ ასევე: