ხაშურელი მაღალჩინოსნები შესაძლოა საბრალდებო სკამებზე აღმოჩნდნენ - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბიუჯეტო ორგანიზაციის საქმიანობითაა დაინტერესებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, ხაშურის კულტურის ცენტრების გაერთიანება კორუფციულ გარიგებაშია მხილებული. გამოძიების ფარგლებში კი დღეს ორგანიზაციის დირექტორი საგამოძიბო სამსახურში გადაიყვანეს.
"თავი გამანებეთ რა" - ასე უპასუხა ხაშურელმა მაღალჩინოსანმა "მთავარის ჟურნალისტს" საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ.