თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად კონკურში მონაწილე ერთადერთი პირი, ჯაბა სამუშია აირჩიეს

გამოქვეყნდა:

აკადემიურმა საბჭომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩია. ის ერთადერთი იყო, რომელიც კონკურსში მონაწილეობას იღებდა. 

სამუშიამ 30-დან 28-ხმა მიიღო. 

არჩევნები ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.

შეგახსენებთ, გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. შარვაშიძე, რომ რექტორის პოსტის დატოვებას გეგმავდა და მის შემცვლელად სამუშია მოიაზრებოდა, ინფორმაცია პირველად "მთავარმა არხმა"  6 ოქტომბერს გაავრცელა, თუმცა სამუშიამ მაშინ ყველაფერი უარყო. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი