თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ამ წუთებში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები იმართება.

სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თანამდებობაზე,  ჯაბა სამუშიას არჩევას აპროტესტებენ, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და ახალ თანამდებობას, არჩევნებამდე რამდენი კვირით ადრე ულოცავდნენ. 

სტუდენტები ამბობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებს.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს ლექტორის არჩევის წესი, ამას ვითხოვთ 6 თვეა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არც გიორგი შარვაშიძეს და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საღი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს რექტორის არცევის წესი, ის არ უნდა აირჩიოს 38 კაცისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ, არამედ ის უნდა იყოს არჩეული სრული პროფესურის მხრიდან, რადგან არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულ პირობებში, დღეს რაც აქ ხდება ეს არ არის არჩევნები 1 კანდიდატი ჰყავთ, რაც ეს უსამართლო პროცესების დამსახურებაა არავინ არ ისურვა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება იმიტომ რომ არჩევნების შედეგები წინასწარაა განსაზღვრული" - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი

შეგახსენებთ, რომ ჯაბა  სამუშია ერთადერთია, ვინც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატურა წარადგინა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი