ვაკის პარკის საქმეზე, 9 დაკავებულის სასამართლო 19 საათზე ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო საღამოს 7 საათზე ჩაინიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა ყველა მათგანისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს, ხოლო ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ან მიმალვის საფრთხე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან.

9 პირი შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წაუყენა

დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე  და კომპანია "გრინესრვის პლიუსის" დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი