
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 87-მდე გაიზარდა. დე-ფაქტო ჯანდაცის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირების ფაქტები კარანტინში მყოფ რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინდათ. კორონავირუსით მატარებელ ადამიენებს შორის რამდენიმე მედიკოსია.
ვირუსის 38 ფაქტი ფიქსირდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ჯარისკაცები არიან.