საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინს ორმაგი სტანდარტებით უწესებენ.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 5 ქვეყანასთან საზღვარი გახსნა, ვიზიტორების საქართველოში ჩამსოვლის სტანარტებიც გადაიხედა. წესების თანახმად, ყველა ემიგრანტი, ვისაც ევროპაში მუდმივი ბინადრობა არა ქვს, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინს გაივლის.
იგივე მოთხოვნა არ ვრცელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლას მხოლოდ თერმოსკრინინგის საფუძველზე შეძლებენ.
ემიგრანტები საქართველოს მთავრობას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებენ.
ვასო გაბუნია თითქმის 3 წელია, რაც დროებითი ბინადრობის ნებართვით გერმანიაში ცხოვრობს. მისი მეუღლე კი გერმანიის მოქალაქეა. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მხოლოდ თავად მოუწევს სავალდებულო კარანტინის გავლა.
ყველა ვარიანტში, რომ ჩამოვიდეთ, ჩემი მეუღლე 2 კვირა იქნება საქართველოში, მოივლის საქართველოს, მე უნდა ვიჯდე კარანტინში და შემდეგ გამომივლის, წავალთ აეროპორტში და დავბრუნდებით უკან, - ამბობს იგი.