
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა ცხრავე მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, შესაბამისად მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
9 პირი შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წაუყენა.
დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია "გრინესრვის პლიუსის" დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე.