მაშინ ვიქნებით ოჯახი კმაყოფილი, როცა ექვსივე მათგანს ბრალი დაუმძიმდება - მირიან ნიკოლაძე

გამოქვეყნდა:

კვალიფიკაცია შეიცვალა, მაგრამ ჯერ ეს არ არის საკმარისი. ოჯახი მაშინ ვიქნებით კმაყოფილი, როცა ექვსივე მათგანს წარედგინება ბრალი მაგაზე -  ამის შესახებ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ამბობს.. ნიკოლაძის თქმით, ის გამოძიებას სრულად ენდობა და საგამოძიებო უწყება ზუსტად იმ ნაბიჯებს დგამს, რასაც ოჯახი მოითხოვს. შაქარაშვილის ბიძა ახლა "ტოიოტა კამრის" მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას ელოდება.

17 კაცი, როგორც კი ვთქვი, რომ დასაჭერია მეთქი. მაშინვე დაიჭირეს და სწორი კვალიფიკაციით დაიჭირეს. 17 აქვს სწორი კვალიფიკაცია. არ დაიჯეროთ, რომ 225-ე მუხლი სხვა თავშია... სწორია კვალიფიკაცია იქ. სანამ არ მოვა ექსპერტიზის დასკვნა, ვერავინ იძახის იურიდიულად მკვლელობა არის თუ არ არის. როგორც კი მოვიდა დასკვნა და ცალსახად გაიშიფრა, რომ ბავშვი ამ დაზიანებებს ვერ მიიღებდა თუ არა ფიზიკური ძალადობის შედეგად, მაშინვე დავაყენეთ საკითხი კვალიფიკაციის შეცვლაზე. კვალიფიკაცია შეიცვალა მაგრამ ჯერ ეს არ არის საკმარისი. მაშინ ვიქნებით ოჯახი კმაყოფილი, როცა ექვსივე მათგანს წარედგინება ბრალი მაგაზე, - ამბობს მირიან ნიკოლაძე 
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი