აბაშაში, პოლიციის გვერდით მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

აბაშის ცენტრში მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტიდან, რომელიც ცენტრალურ გზაზე, პოლიციის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრშია, წაიღეს საკვები პროდუქტი, ნავაჭრი თანხა და სიგარეტები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა სამართალდამცველებს დამნაშავე პირი, ან პირები ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი