დილიდან სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის სახლთან იმყოფებიან. გამომძიებლებთან ერთად არიან ექსპერტებიც, რომლებმაც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის უძრავი ქონება და შიდა სივრცე უნდა აღწერონ და დაათვალიერონ.
ოჯახის წევრებმა შესაბამის ოქმს ხელი არ მოაწერეს, თუმცა ექსპერტები ამის მიუხედავად მაინც აპირებენ შევიდნენ დაკავებული მაღალჩინოსნის სახლში და აღწერონ მისი უძრავი ქონება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც გამოძიება სწავლობს, სწორედ გოგაშვილის შემოსავლებია.