ნიკოლოზ ბასილაშვილის განაჩენი 19 საათზე გამოცხადდება
გამოქვეყნდა:
ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენის მოლოდინშია. ხმაურიანი პროცესის ბოლო სხდომა საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზეა ჩანიშნული. ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი.