ორი წელი ბადრი ესებუას ყაჩაღობიდან | თავდამსხმელი ამ დრომდე თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ორი წელი ბანკის ყველაზე გახმაურებული ძარცვიდან და პოლიციისთვის მიუწვდომელი თავდამსხმელი. ბადრი ესებუა რომელმაც სამართალდამცველების ალყაშემორტყმული ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო ისევ იძებნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ესებუას დაკავება მისი და უწყების ღირსების საკითხია არაფერი იცის ძებნის შესახებ. ამ ორი წლის განმავლობაში ვახტანგ გომელაურის ხუმრობანარევი განცხადებები გამოძების მიმდინარეობის შესახებ ტრადიციულმა შეფასებებმა ჩაანაცვლა, თუმცა არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ საქმე თაროზეა შემოდებული, ესებუა თავისუფალი, საქართველოს ბანკზე თავდასხმებმა კი სისტემატიური სახე მიიღო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი