ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლებულია | რა არგუმენტებით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლებულია. მოსამართლემ ქართველ ჩოგბურთელს ყველა ბრალდება მოუხსნა. ორწლიანი დავა დასრულდა იმით, რომ მომჩივანის, ნელი დოროყაშვილის მხარემ ვერ დაარწმუნა სასამართლო ბრალდების ვერცერთ ეპიზოდში - ლაპარაკია ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ სადავო ფაქტზე. ამ დანაშულის დამტკიცების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენის გამოცხადებისთანავე, დარბაზშივე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტები. მოსამართლემ საჯაროდ განიხილა ყველა ეპიზოდი, ამ ეპიზოდებზე წარდგენილი მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები და განაცხადა, რომ ფაქტები არ იყო საკმარისი ნელი დოროყაშვილზე ძალადობის დასამტკიცებლად. თავად დოროყაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი