ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

აფეთქება დღეს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. როგორც ისინი "მთავარ არხთან" ყვებიან, ხელყუმბარა ერთმა პირმა მეორეს ესროლა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი