გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მოგვწერეს ქალებმა - "მეშინია, იმედი დავკარგე, რა ვქნა" - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამან გავლენა იქონია ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. 

"სასამართლომ გუშინ ნელი დოროყაშვილს უთხრა, რომ შენ უნდა გაგერისკა შენი სიცოცხლე, განსაკუთრებით სხვა შტატში, სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყანაში და იქ უნდა გაგერისკა შენი სიცოცხლე, სადაც დამხმარე არავინ გეყოლებოდა, დაგერეკა და თუ გადარჩებოდი, მერე მოგისმენდი და დაგიჯერებდი. ყველაზე დრამატული ისაა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე აბსოლუტურად უცხო ადამიანებმა დაიწყეს ჩვენთან მოწერები, შეშინებული არიან და ამბობენ, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ უნდა მომისმინოს სასამართლომ - მეშინია, იმედი დავკარგე, რა ვქნა. ეს გამოიწვია უპასუხისმგებლო, ნულოვანი გრძნობით და ასევე მორალურად შეშინებული მოსამართლის გადაწყვეტილებამ", - თქვა ანა აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, გუშინ, 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გამართლდა. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი