იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორ მოსამართლე წევრს ირჩევენ - ადგილები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს.
საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა.
მურუსიძემ ამის მიზეზი განმარტა და თქვა, რომ საბჭოს წევრის პოზიციიდან ის გასცემს პასუხს იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ ჟღერდება. სააპელაციო სასამართლოს მოქმედ უვადო მოსამართლეს უკვე მოუსმინეს საბჭოს წევრებმა და ახლა კენჭისყრა მიმდინარეობს.