სოციალურ ქსელში კრიმინალები "ფულის დაწერაში" ამხილა - მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არაა დაკავებული პირი, რომელმაც გუშინ გვიან ღამით, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში კაცს ესროლა. ცნობილია, რომ დაჭრილმა რამდენიმე დღის წინ "ქურუდული სამწყაროს" წევრები, სოფლის მოსახელობისთვის ე.წ. ფულის დაწერაში ამხილა. 

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიდიან კამერების ჩანაწერები ამიღო.

"რამდენიმე გასროლის  ხმა გავიგეთ. ჩვენი თანასოფლელი დაჭრეს. დიახ მან სოციალურ ქსელში საჯაროდ კრიმინალების ქმედებები დაგმო, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით არის თუ არა მომხდარი, ამის გამო შურისძიება. როგორც ამბობენ სოფელში ბევრ ადამიანს ფული შეაწერეს და ეს ადამიანი სწორედ ამის გამო გამოხატავდა აღშფოთებას", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი