
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი, დავით ველიჯანაშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ ველიჯანაშვილ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში გაამტყუნა, რაც შეეხება 118-ე მუხლს, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ის 122-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ფარგლებს გადაცილებით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს 17 მარტს დაესხნენ. ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ. მიზეზი მათი ფორმულაში მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დაემუქრა, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და კაფის დატოვება მოსთხოვა.