წარსულში ცხოვრება სიკვდილია, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღეს საქართველოში საზოგადოებას კონსოლიდაცია მარტივად მხოლოდ ერთ საკითხზე - წარსულზე შეუძლია. მისი განცხადებით, წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე მოძრაობაშა. 

ამ თემაზე მან სააპელაციო სასამართლოში, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"რამდენიმე სიტყვით მინდა ვთქვა რაც ხდება საქართველოში, ჩვენ როგორც ვხედავ, შეგვიძლია კონსოლიდაცია მარტივად მხოლოდ ერთადერთ საკითხზე, ეს არის წარსული, წარსულის შინაარსზეც არ შეგვიძლია კონსოლიდაცია, წარსულზე როგორც ასეთზე, შეგვიძლია ამის ირგვლივ კონსოლიდაცია.  ჩვენი თემა განხილვების, მართალია უკვე ბოლო 10 წელია ასეა თითქმის რაც ასეა, არის წარსული. რეფლექსია, ისტორია, კარგია, როცა მასზე მსჯელობ, დასკვნებს აკეთებ იმიტომ, რომ შეცდომები აღარ დაუშვა, მაგრამ წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვდილი, საზოგადოების სიკვდილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში, და ბრძოლა მოძრაობაა, ადამიანის ცხოვრება სტატიკური თუ არის, მკვდარია", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

 

მისი თქმით, სიტყვა, რომელიც 2012 წელს "შემოგვაპარეს" - "ოცნება" უმძიმესი სიტყვაა, რადგან ოცნება არის მოლოდინი და განწყობა იქითკენ, რომ იჯდე გულხელდაკრეფილი და ელოდე. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ოცნება არ განგაწყობსბრძოლისკენ, ხოლო ოპტიმიზმი, რომელიც ბრძოლისგანაა დაცლილი, არ არის ოპტიმიზმი. 

"ჩვენ დაგვიჩლუნგდა მოძრაობის სურვილი, წინ მოძრაობის სურვილი. ილია ჭავჭავაძე, რომელზეც შეგვიძლია უსასრულოდ ვისაუბროთ, ილია ჭავჭავაძის მთავარი პარადიგმატული სახე არის ლუარსაბი, შეიძლება ეს ქართული ლიტერატურის მთავარი სახეც იყოს, მე ვფიქრობ, რომ არის კიდევაც, ყველაზე საინტერესოჩემი აზრით. ილია ჭავჭავაძის მთავარი ტექსტი არის მოძრაობა და მოძრაობა ჩემო თერგო, ეს არის მთავარი ტექსტი, ზოგადად ქართული საკაცობრიო, სახელმწიფო იდეისა - წინ მოძრაობა", - თქვა მან. 

 

ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოველთვის არსებობს გზა წინ, ნებისმიერ ვითარებაში, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თუ უკან იხედები, ვერ ხედავ გზას წინ.

"ხელისუფლება, რომელიც განვლილი 10 წელიწადზე კი არა, იმის წინ, 9 წელიწადზე ლაპარაკობს, უკვე ისტორიული გადასახედიდანაც კი ნელ-ნელა შორს არის ის ეპოქა, რომელზეც ხელისუფლება ლაპარაკობს, არა თუ დღევანდელობის გადასახედიდან", - თქვა გვარამიამ. 

მისივე თქმით, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ "ოცნების" 10 წელზე, ან იმ წარსულზე დადებით კონტექსტში, რომელსაც ხელისუფლება უარყოფითად ახსენებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი