
უკვე მეორე დღეა, მესტიაში, მდინარე მულხურაში ავტომანქანით გადავარდნილ კაცს ეძებენ. შემთხვევა გუშინ საღამოს, მესტია-უშგულის გზაზე, მულახის მონაკვეთზე მოხდა.
მაშველებმა ავტომანქანა გადავარდნიდან მალევე ამოიყვანეს, თუმცა მანქანაში მყოფი პირის პოვნა ვერ ხერხდება. ადგილზე, სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე მულხურას ძლიერი დინება აქვს და სამძებრო სამუშაოებს სწორედ ეს მოცემულობა აფერხებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.