უფლებადამცველთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას ხელს უწყობს თანამდებობის პირების განცხადებები - ომბუდსმენი ფერაძეზე

გამოქვეყნდა:

"უფლებადამცველთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას გარკვეულწილად ხელს უწყობს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები'' - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი აქტივისტ ნატა ნატა ფერაძის ავტომანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვებას.

სახალხო დამცველი გმობს როგორც სამოქალაქო აქტივისტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ანგარიშსწორებას და ხელისუფლებას შეახსენებს, რომ აქვს ვალდებულება, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან თავდასხმებისგან, ხოლო ასეთი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად.

თავად ნატა ფერაძე მომხდარს, თბილისის მერისადმი ბოლო პერიოდში გამოთქმულ კრიტიკასა და „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ გაჟღერებულ პოზიციას უკავშირებს.

შემთხვევა შაბათს, 22 ოქტომბერს მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი