კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუფიქსირდა - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუფიქსირდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. 

დღეისათვის დაფიქსრიდა კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა საქართველოში. ამ დროისთვის, კოვიდ-ცენტრებში კოვიდ-დადასტურებული 151 პაციენტი მკურნალობს. ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია, ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინე სივრცეში. ამ ცხრიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ჩვენს ცენტრში დაგვემატა სამი ახალი შემთხვევა და ამ ეტაპზე 25 პაციენტი გვყავს. მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალოზე მსუბუქი გახლავთ, დანარჩენ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია, - ამბობს ეზუგბაია. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულების რაოდენობამ 995-ს მიაღწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი